რა იწვევს პოდაგრის შეტევას ფეხის ცერა თითში?

პოდაგრა ვითარდება მაშინ, როდესაც შარდმჟავას დონის 6 მგ/დლ ნიშნულზე მაღლა ასვლის შედეგად წარმოიქმნება შარდმჟავა კრისტალები. კრისტალები ლაგდება ქსოვილებში, სახსრებში,  ხრტილებში, ძვლებში ან თირკმელებსა და სხვა ორგანოებში და იწვევს ანთებას.

ჩვეულებრივ, პოდაგრის პირველი შეტევა იწყება ღამით და შეიძლება გამოწვეული იყოს პურინით მდიდარი საკვებით (მაგალითად, ხორცი ან ზღვის პროდუქტები) ან გადამეტებული სმით (ლუდის და სხვა ალკოჰოლური სასმელების ჭარბად მოხმარება), უჩვეულო გადაძაბვით ან ინფექციური დაავადებით. პაციენტს აღვიძებს ერთ-ერთი სახსრის, ჩვეულებრივ, ფეხის ცერა თითის სახსრის, ძლიერი ტკივილი.

ფეხის ცერა თითში პოდაგრის შეტევის დროს:

  • სახსარი ძალიან მტკივნეულია;
  •  სახსარი შეწითლებული, შეშუპებული და ცხელია შეხებისას;
  • სახსარი ძალიან მგრძნობიარეა ნებისმიერი შეხების მიმართ;
  • შეიძლება, გამოხატული იყოს სხვა სიმპტომებიც - ცხელება, თავის ტკივილი

რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს პოდაგრის შეტევა?

მკურნალობის გარეშე, პოდაგრის შეტევა შეიძლება გაგრძელდეს შვიდიდან თოთხმეტ დღემდე, ვიდრე არ ჩაცხრება ანთება და გაივლის ტკივილი. ჩვეულებრივ, დაზიანებული სახსრის ირგვლივ კანი იქერცლება; ასევე, დამახასიათებელია ამ მიდამოს ქავილი.

თუკი პოდაგრაზე ეჭვობთ ან მიგაჩნიათ, რომ წარსულში გქონდათ მისი შეტევა, რაც შეიძლება, დროულად მიმართეთ ექიმს.

პოდაგრის ადრეული დიაგნოზი და მკურნალობა სრულიად ცვლის დაავადების მიმდინარეობას.

ასევე შეიძლება საინტერესო იყოს

რა არის პოდაგრა

პოდაგრის შესახებ

როდესა შარდმჟავას დონე 6 მგ/დლ-ს ან 360 მმოლ/ლ-ს  აჭარბებს, წარმოიქმნება შარდმჟავა კრისტალები, რომლებიც ლაგდება ქსოვილებში...

გაიგეთ მეტი
პოდაგრის შეტევა

პოდაგრის შეტევა

პოდაგრის  პირველი შეტევა უპირატესად აღმოცენდება ღამით, გამოწვეულია შარდმჟავას დონის უეცარი მომატებით...

გაიგეთ მეტი