რატომ უნდა შეცვალოთ თქვენი ცხოვრების წესი?

ჯანსაღმა დიეტამ პურინების დაბალი შემცველობით, რეგულარულმა ვარჯიშმა და წონაში დაკლებამ შეიძლება თავიდან აგვაცილოს ჰიპერურიკემია და პოდაგრა. პოდაგრის მქონე ყველა პაციენტმა უნდა მიიღოს რჩევა ცხოვრების წესის შესახებ, რათა მოახერხოს შარდმჟავას დონის 6 მგ/დლ-ს (360 მმოლი/ლ) ქვემოთ ჩამოყვანა.

როგორ უნდა აიცილოთ თავიდან პოდაგრის შემდგომი შეტევები?

შარდმჟავა კრისტალების დამაქვეითებელი თერაპიის დაწყებამდე, ნებისმიერ შემთხვევაში, აუცილებელია პოდაგრული ართრიტის გამწვავების თავიდან აცილება, სულ მცირე, მომდევნო 6 თვის განმავლობაში. ამისათვის მიმართავენ ტკივილგამაყუჩებლებსა და სხვა მედიკამენტებს მიმართავენ. მთელი მსოფლიოს სამეცნიერო საზოგადოება  გვირჩევს კოლხიცინს, როგორც პირველი რიგის მედიკამენტს შემდგომი შეტევების თავიდან ასაცილებლად და ამ სამკურნალო საშუალების მიღება საჭიროა საწყისი მწვავე შეტევიდან ექვსი თვის განმავლობაში. თუმცა, კოლხიცინმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, როგორიცაა გულისრევა, ღებინება და ფაღარათი. ამ მოვლენების აღმოცენების სიხშირე და სიძლიერე შეიძლება შემცირდეს დოზის დაქვეითებით ისე, რომ მნიშვნელოვნად არ შესუსტდეს მედიკამენტის ეფექტიანობა. 

როგორ ხდება პოდაგრის პროფილაქტიკა

გეგმის შემუშავებამ და მიზნების დასახვამ შეიძლება გაგიადვილოთ  ცხოვრების წესში აუცილებელი ცვლილებების შეტანა, რაც პოდაგრის თავიდან აცილებას შეუწყობს ხელს. აქ მოცემულია რამდენიმე სასარგებლო რჩევა:

  • რეგულარული ფიზიკური ვარჯიში ამცირებს შარდმჟავას დონეს, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას და ხელს უწყობს წონის კლებას. ეცადეთ, ყოველდღე, სულ მცირე, 20 წუთის განმავლობაში იაროთ ფეხით და კვირაში ორჯერ ისე ივარჯიშოთ, რომ კარგად გაოფლიანდეთ. კვლევები გვიჩვენებს, რომ დღეში 10,000 ნაბიჯის გადადგმა ხელს უწყობს ავადობის თავიდან აცილებას და ჯანმრთელობის შენარჩუნებას. დარწმუნდით, რომ საკმარისი რაოდენობით სითხეს სვამთ ვარჯიშის დროს.
  • ეცადეთ, მიაღწიოთ ან შეინარჩუნოთ ჯანსაღი წონა/სხეულის მასის ინდექსი. ხორცისა და ზღვის პოდუქტების ჭარბი მოხმარება დაკავშირებულია პოდაგრის განვითარების მომატებულ რისკთან, ხოლო რძის პროდუქტები ამ რისკს ამცირებს. პურინებით მდიდარი ბოსტნეულის ან ცილების ზომიერი მოხმარება არ მიიჩნევა პოდაგრის გამომწვევ რისკ-ფაქტორად. უნდა მოერიდოთ ალკოჰოლს (განსაკუთრებით, ლუდს და სპირტიან სასმელებს), რადგან ალკოჰოლური სასმელები აფერხებს თირკმლების მიერ ორგანიზმიდან შარდმჟავას გამოდევნას.

პროფილაქტიკის ეს რეკომენდაციები განკუთვნილია იმ პაციენტებისთვის, ვისაც აქვს ჰიპერურიკემია ან პოდაგრა.  პოდაგრის მქონე პაციენტებს ხშირად აღენიშნებათ თანმხლები გულ-სისხლძარღვთა პრობლემები; შესაბამისად, რეკომენდებულია ცხოვრების  წესის ისეთი ცვლილება, რომელიც ხელს შეუწყობს კარგ ფიზიკურ მდგომარეობაში ყოფნას.

ასევე შეიძლება საინტერესო იყოს

დიეტა პოდაგრის დროს

დიეტა პოდაგრის დროს

ყურადღება უნდა მიაქციოთ თქვენს საკვებში პურინის შემცველობას...

გაიგეთ მეტი
პოდაგრის გართულებები

პოდაგრის გართულებები

პოდაგრა საჭიროებს რაც შეიძლება ადრეულ და თანმიმდევრულ მკურნალობას. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება სხვადასხვა გართულება განვითარდეს...

გაიგეთ მეტი