რატომ გეხმარებათ ვარჯიში?

იმის გარდა, რომ სასარგებლოა თქვენი ზოგადი ჯანმრთელობისთვის, რეგულარული ვარჯიში ამცირებს შარდმჟავას კონცენტრაციას, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას და ხელს უწყობს წონაში კლებას.

აქ მოცემულია რამდენიმე რჩევა ვარჯიშზე, როგორც პოდაგრის პროფილაქტიკის ერთ-ერთ საშუალებაზე:

სიარული:

ეცადეთ, ყოველდღე, სულ მცირე, 20 წუთის განმავლობაში იაროთ ფეხით და კვირაში ორჯერ ისე ივარჯიშოთ, რომ კარგად გაოფლიანდეთ.

10,000 ნაბიჯი:

კვლევები გვიჩვენებს, რომ დღეში 10,000 ნაბიჯის გადადგმა ხელს უწყობს ავადობის თავიდან აცილებას და ჯანმრთელობის შენარჩუნებას.

დაკავდით სპორტით:

დაკავდით სპორტის იმ სახეობით, რომელიც სიამოვნებას განიჭებთ

პოდაგრის (ნიკრისის ქარის) და ვარჯიშის შესწავლამ გამოავლინა, რომ იმ მამაკაცებში, ვინც 8 კილომეტრს დარბის დღეში, 50%-ით მცირდება პოდაგრის  განვითარების რისკი, ნაკლებად აქტიურ მორბენლებთან შედარებით.

ასევე შეიძლება საინტერესო იყოს

დიეტა პოდაგრის დროს

დიეტა პოდაგრის დროს

ყურადღება უნდა მიაქციოთ თქვენს საკვებში პურინის შემცველობას...

გაიგეთ მეტი
პოდაგრის გართულებები

პოდაგრის გართულებები

პოდაგრა საჭიროებს რაც შეიძლება ადრეულ და თანმიმდევრულ მკურნალობას. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება სხვადასხვა გართულება განვითარდეს...

გაიგეთ მეტი