პოდაგრის შეტევა შეიძლება სხეულის სხვადასხვა ნაწილში განვითარდეს

პოდაგრა ვლინდება შარდმჟავას ნემსისმაგვარი კრისტალების ქსოვილებსა და სახსრებში ჭარბი რაოდენობით ჩალაგებისას. პოდაგრის  პირველი სიმპტომია ფეხის ცერა თითის  შესიება და მტანჯველი ტკივილი, რაც ხშირად დაავადების ან დაზიანების შემდეგ ვითარდება. შემდგომი შეტევები შეიძლება აღმოცენდეს და ჩაცხრეს სხვა სახსრებში. შემთხვევათა უმრავლესობაში, ტერფისა და მუხლის სახსრები ზიანდება მანამდე, ვიდრე დაავადება ქონიკულ ხასიათს მიიღებს.

მუხლის პოდაგრის შეტევის დროს:

  • სახსარი ძალიან მტკივნეულია;
  • შეწითლებული, შეშუპებული და ცხელია შეხებისას;
  • ძალიან მგრძნობიარეა ნებისმიერი შეხების მიმართ;
  • შეიძლება, სახეზე გვქონდეს სხვა სიმპტომებიც - ცხელება, თავის ტკივილი ან სისუსტე.

რამდენ ხანს გრძელდება პოდაგრის შეტევა?

მკურნალობის გარეშე, პოდაგრის შეტევა შეიძლება გაგრძელდეს სამიდან თოთხმეტ დღემდე, ვიდრე არ ჩაცხრება ანთება და გაივლის ტკივილი. ჩვეულებრივ, დაზიანებული სახსრის ირგვლივ კანი იქერცლება; ასევე, დამახასიათებელია ამ მიდამოს ქავილი.

თუ პოდაგრაზე ეჭვობთ ან მიგაჩნიათ, რომ წარსულში გქონდათ მისი შეტევა, რაც შეიძლება დროულად მიმართეთ ექიმს.

პოდაგრის ადრეული დიაგნოზი და მკურნალობა სრულიად ცვლის დაავადების მიმდინარეობას.

ასევე შეიძლება საინტერესო იყოს

რა არის პოდაგრა

პოდაგრის შესახებ

როდესა შარდმჟავას დონე 6 მგ/დლ-ს ან 360 მმოლ/ლ-ს  აჭარბებს, წარმოიქმნება შარდმჟავა კრისტალები, რომლებიც ლაგდება ქსოვილებში...

გაიგეთ მეტი
პოდაგრის შეტევა

პოდაგრის შეტევა

პოდაგრის  პირველი შეტევა უპირატესად აღმოცენდება ღამით, გამოწვეულია შარდმჟავას დონის უეცარი მომატებით...

გაიგეთ მეტი