რა სიმპტომები აქვს პოდაგრას?

პოდაგრა ანუ ნიკრისის ქარი ყალიბდება წლების განმავლობაში, როდესაც შარდმჟავას დონე აჭარბებს 6 მგ/დლ-ს, ან 360 მმოლი/ლ-ს. დაავადების ეს სტადია ცნობილია, როგორც „ჰიპერურიკემია“ და როგორც ჩანს  უსიმპტომოდ მიმდინარეობს.

პოდაგრის პირველი ნიშნები და სიმპტომები ხშირად ვითარდება ღამით, პოდაგრის  შეტევის სახით სახსარში (ჩვეულებრივ, ფეხის ცერა თითში).

პოდაგრის შეტევის დროს, თქვენ შეიძლება გქონდეთ:

  • სახსრის ძლიერი ტკივილი;
  • დაზიანებულ სახსარში მოძრაობის შეზღუდვა;
  • გაჭიანურებული დისკომფორტი, დაზიანებული უბნის ანთება, შეშუპება, შეწითლება

საინფორმაციო ბროშურა პოდაგრის მქონე პაციენტთათვის

გაიგეთ უფრო მეტი პოდაგრის  შესახებ ჩვენი ბროშურადან, რომელიც განკუთვნილის პაციენტებისთვის. ჩამოტვირთეთ პაციენტებისათვის განკუთვნილი PDF  ბროშურა „პოდაგრის მქონე პაციენტთათვის“

ჩამოტვირთეთ PDF ბროშურა

თუ ჰიპერურიკემიას არ ვუმკურნალებთ, სახსრების ირგვლივ, ყურებზე ან კანქვეშ შეიძლება განლაგდეს შარდმჟავა კრისტალების კვანძები  - მათ „პოდაგრულ ტოფუსებს“ ან, უბრალოდ „ტოფუსებს“ უწოდებენ.

პოდაგრის  შეტევის ან სხვა ნებისმიერი სიმპტომის გამოვლენისთანავე მიმართეთ ექიმს. თქვენი ექიმი დაგინიშნავთ ტკივილგამაყუჩებელს. იგი ტკივილსაც შეგიმსუბუქებთ და დაავადების მართვაშიც დაგეხმარებათ. პოდაგრის  შეტევა ხშირად ღამით ვითარდება - ნუ დააყოვნებთ და მიმართეთ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სამსახურს.

ასევე შეიძლება საინტერესო იყოს

პოდაგრის გართულებები

პოდაგრის გართულებები

პოდაგრა საჭიროებს რაც შეიძლება ადრეულ და თანმიმდევრულ მკურნალობას. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება სხვადასხვა გართულება განვითარდეს...

გაიგეთ მეტი
გამომწვევი მიზეზები

პოდაგრის გამომწვევი მიზეზები

პოდაგრის ანუ ნიკრისის ქარის  განვითარებას, ჩვეულებრივ, ხელს უწყობს: არასწორი კვება, დაბალი ფიზიკური აქტივობა, სიმსუქნე ან ჭარბწონიანობა...

გაიგეთ მეტი